Belive

The Guardian-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო ტალანტს შორის ქართველი ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა, მსოფლიო ფეხბურთის ის ტალანტები გამოარჩია, რომლებიც 2006 წელს არიან დაბადებულნი და წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

60 ნიჭიერ ფეხბურთელს შორის ,,დინამო თბილისის'' ნახევარმცველი, ალექსანდრე ფეიქრიშვილიც მოხვდა:

,,ფეიქრიშვილი დინამო თბილისის აკადემიაში, კლუბში, რომელიც ბოლო წლებში რამდენიმე ტალანტის - ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის გაზრდითაა ცნობილი, თავის ასაკში, ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. ის კარგად ჩამოყალიბებული ნახევარმცველია, რომელიც ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად, კრეატიულიცაა.

ფეიქრიშვილი საკუთარ გუნდს დარასელიას თასის მოგებაში დაეხმარა და ისეთ გუნდებს აჯობა, როგორიც მონცა, ჯენოა და სევილიაა. მან ფინალში სევილიას წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა.'' - წერს გარდიანი.

ბრიტანული გამოცემა ქართველ ფეხბურთელს სტივენ ჯერარდსა და ფედერიკო ვალვერდეს ადარებს.

გარდიანის სიაში რამდენიმე ამომავალი ვარსკვლავი, მათ შორის ენდრიკი (რეალი) და უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ ჟერმენი) მოხვდნენ.

გასულ წელს Guardian-მა 60 ტალანტს შორის კიდევ ერთი ქართველი, ლუკა პარკაძე დაასახელა.

სხვა სტატიები