Belive

"გთხოვთ, ყურადღება ფეხბურთს მიაქციეთ და არა პოლიტიკას" - ჯანი ინფანტინო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფიფამ წერილით მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდს მიმართა და მოუწოდა, რომ ყურადღება ფეხბურთზე გაამახვილონ და არა პოლიტიკაზე.

Sky News-მა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოსა და მმართველი ორგანოს გენერალური მდივნის ფატმა სამურას ექსკლუზიური წერილი მოიპოვა, სადაც საუბარია, რომ ფეხბურთელები აქტივისტობას უნდა შეეშვან. პროტესტის მიზეზი რთული სამუშაო პირობებია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ასევე, დაბალი ანაზღაურება და მიგრანტი მუშების შელახული უფლებები, იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ.

"გთხოვთ, ფეხბურთზე გავამახვილოთ ყურადღება! ფეხბურთის გარდა, სხვა სფეროებსაც მრავალ გამოწვევასთან უწევს შერკინება. მსოფლიოში ბევრი პოლიტიკური ხასიათის პრობლემაა. მაგრამ გთხოვთ, ნუ დაუშვებთ, რომ ფეხბურთი იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთოს." - ნათქვამია წერილში, რომელიც ინფანტინომ და სამურამ მუნდიალის მონაწილე გუნდებს გაუგზავნეს.

წერილში არ არის საუბარი ინგლისისა და უელსის და კიდევ ექვსი ევროპული ქვეყნის თხოვნაზე, რომ მათ კაპიტნებს მსოფლიო ჩემპიონატზე "ერთი სიყვარულის" ფერადი სამკლაური ეკეთოთ, რაც პასუხია ყატარის ანტი-LGBTQ+ კანონების შესახებ შეშფოთებაზე. ორივე ბრიტანულმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ისინი FIFA-ს ნებისმიერ აკრძალვას ეწინააღმდეგებიან.

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის 5 ქალაქის 8 სტადიონზე გაიმართება. ფინალურ მატჩს Lusail Iconic Stadium-ი უმასპინძლებს, რომელიც 80 000 მაყურებელს იტევს.

სხვა სტატიები