გრიზმანი და ატლეტიკო შორდებიან? - ფრანგი ამერიკას უახლოვდება
The Athletic-ის ცნობით, ორლანდო სიტი, ატლეტიკო მადრიდის შემტევი ნახევარმცველის, ანტუან გრიზმანის დამატებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. საფრანგეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს დიდი ხანია აინტერესებს Major League Soccer (MLS) და ფლორიდული კლუბი მის დამატებას 26 მარტამდე, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებს. გრიზმანს ლა ლიგის ამ სეზონში ექვსი გოლი აქვს გატანილი.
ორლანდო სიტის სპორტული დირექტორი რიკარდო პერეირა ესპანეთში რამდენჯერმე ჩავიდა, რათა საფრანგეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შეძენაზე შეთანხმებას მიეღწია - 34 წლის გრიზმანის საფეხბურთო პიკი, სავარაუდოდ, უკან დარჩა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება, თანაც ატლეტიკო კოპა დელ რეის ფინალში გასვლის ზღვარზეა (ბარსელონას პირველი მატჩი 4:0 მოუგეს).
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველა მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები წინ მიიწევს.
გრიზმანმა 2018 წლის მუნდიალზე, შვიდ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა (საფრანგეთი გაჩემპიონდა). ის ოქროს ბურთის გათამაშებაში მესამე ადგილზე გავიდა 2016 და 2018 წლებში და ოთხჯერ მოხვდა ლა ლიგის სეზონის გუნდში. გრიზმანი ატლეტიკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და 137-ჯერ ითამაშა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.
Orlando City SC is in talks to sign Atlético Madrid attacker Antoine Griezmann, a source told ESPN.
— ESPN FC (@ESPNFC) February 24, 2026
🔗: https://t.co/nRoVH999QG pic.twitter.com/N0kYG0jFC7