გრემ პოტერი ჩელსის მწვრთნელი უახლოეს საათებში გახდება
როგორც ვიცით, გუშინ "ჩელსიმ" ტომას ტუხელი მთავარი მწრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. გერმანელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის არ სახელდება. ლონდონელებმა მისი შემცვლელი მალავე მოძებნეს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "არისტოკრატების" მომავალი თავკაცი გრემ პოტერი იქნება. ხელშეკრულების გაფორმებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.
Graham Potter will be appointed as new Chelsea manager, as expected. Agreement in place, contracts now being prepared as proposal has been accepted. Here we go. 🚨🔵 #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 8, 2022
Chelsea will complete the agreement with Brighton in the next hours. pic.twitter.com/cY7V5vdZy8
ინგლისელი ამჟამად "ბრაიტონის" მწვრთნელია. მისი თავკაცობით "თოლიები" საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ. წინა სეზონი სამხრეთელებმა 51 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულეს. ახლა ბრაიტონელები ინგლისის ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებენ.