გრანიტ ჯაკა შვეიცარიის ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში აღარ დაეხმარება
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სანდერლენდის ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა, უეფას ერთა ლიგის ახალ სეზონში გასამართ საწყის მატჩებში შვეიცარიის ნაკრებს აღარ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთელის განცხადების გამო აგორებული სკანდალის შემდეგ გაავრცელა.
საქმე ისაა, რომ გრანიტ ჯაკამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის დროს ვაქცინაციის დასკვნა გააყალბა და მატჩებში მონაწილეობას ასე იღებდა. შესაძლოა, ამის გამო, 33 წლის ფეხბურთელს შესაძლოა 5 წლით თავისუფლების აღკვეთაც კი დაემუქროს.
"გუშინ საღამოს გრანიტ ჯაკამ გვაცნობა შექმნილი ვითარების შესახებ და განაცხადა, რომ აპირებს ამ თემაზე საჯაროდ ისაუბროს და პასუხისმგებლობა აიღოს. ჩვენ მივესალმებით გრანიტის ამ ნაბიჯსა და მის მზაობას, სიტუაცია მოაგვაროს. ამავდროულად, ერთობლივად მივედით დასკვნამდე, რომ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია, ეს სავარჯიშო შეკრება მის გარეშე ჩავატაროთ.
ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიტუაციის განმუხტვა და სრული კონცენტრირება გუნდსა და ერთა ლიგის უახლოეს მატჩებზე. მას შემდეგ, რაც ეს საერთაშორისო პაუზა დასრულდება, მე და გრანიტი ვითარებას ხელახლა შევაფასებთ და სამომავლო ნაბიჯებს განვიხილავთ", - შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პიტერ კნებელი.
გრანიტ ჯაკას შვეიცარიის ნაკრებში 152 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია და 18 გოლი გატანილი.