Belive

"გორის დილა კარგი და ტექნიკური გუნდია" - ვორსკლას მთავარი მწვრთნელი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, "ვორსკლასა" და გორის "დილას" დაპირისპირება შედგება. უკრაინული კლუბი ნომინალური მასპინძლის სტატუსით სარგებლობს, მაგრამ მატჩი პოლონეთში გაიმართება.

გორის "დილასთან" გასამართი მატჩის წინ, "ვორსკლას" მთავარმა მწვრთნელმა - ვიქტორ სკრიპნიკმა, მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა და ქართული საფეხბურთო კლუბი შეაქო. 

 

ჩვენთვის ეს პირველი ოფიციალური მატჩია და ასეთ შემთხვევაში, რთულია განსაზღვრო, თუ როგორი გამოვა. რა თქმა უნდა, ვღელავთ, მაგრამ გვესმის, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გორის „დილა“ ძალიან კარგი და ტექნიკური გუნდია, რომელსაც მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენს თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და შემდეგ მეტოქეზე.

- ვიქტორ სკრიპნიკი

"ვორსკლასა" და გორის "დილას" მატჩი, 27 ივლისს, 21:30 საათზე გაიმართება. 

სხვა სტატიები