Belive

გოლი ზედიზედ მესამე მატჩში - ბუდუმ ჰაიდენჰაიმს მოაგებინა

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის 31-ე ტურში ჰაიდენჰაიმმა ზანკტ პაული დაამარცხა (2:0). ახლა ჰაიდენჰაიმი ისევ ბოლო ადგილზეა (22 ქულით), თუმცა ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს არ კარგავს.

შესანიშნავ ფორმაშია ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. მესამე წუთზე ანგარიში სწორედ ბუდუმ გახსნა და 82-ე წუთამდე სწორედ მისი გოლი იყო ერთადერთი (ერენ დინკი 2:0).

ბუდუ ზივზივაძემ (6.5-დან 7.2-დე) შეფასება დაიმსახურა (SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით).

მომავალ ტურში, ჰაიდენჰაიმი, ბუნდესლიგის უკვე ჩემპიონ ბაიერნს ესტუმრება (2 მაისი).

სხვა სტატიები