Golden Boy-ს ნომინანტთა 25-კაციანი სია ცნობილია
იტალიური გამოცემის Tuttosport-ის ყოველწლიური ჯილდოს Golden boy-ს ნომინანტთა 25-კაციანი სია ცნობილია. დაჯილდოებაში მონაწილეობას იღებენ 21-წლამდე ფეხბურთელები. ლამინე იამალი ჯილდოს მოპოვების მთავარი ფავორიტია, იგი გასული წლის 25 ნომინანტშიც იყო, რომელიც საბოლოოდ ჯუდ ბელინგემმა მოიგო.
Golden Boy Awards-ის ფინალისტების სრული 25-სახელიანი სია:
ლამინე იამალი ("ბარსელონა")
ჟოაო ნევეში ("პსჟ")
უორენ ზაირე-ემერი ("პსჟ")
ალეხანდრო გარნაჩო ("მანჩესტერ იუნაიტედი")
პაუ კუბარსი ("ბარსელონა")
სავინიო ("მანჩესტერ სიტი")
რიკო ლუისი ("მანჩესტერ სიტი")
ალექსანდარ პავლოვიჩი პავლოვიჩი (მიუნხენის "ბაიერნი")
კობი მაინო ("მანჩესტერ იუნაიტედი")
იორელ ჰატო ("აიაქსი")
ლენი იორო ("მანჩესტერ იუნაიტედი")
ჯეიმი ბინო-გიტენსი (დორტმუნდის "ბორუსია")
კენან ილდიზი ("იუვენტუსი")
კრისტიან მოსკერა ("ვალენსია")
ადამ უორტონი ("კრისტალ პალასი")
არდა გიულერი (მადრიდის "რეალი")
მატის ტელი (მიუნხენის "ბაიერნი")
დეზირე დუე ("პსჟ")
ოსკარ გლუხი ("ზალცბურგი")
სამუ ომოროდიონი ("პორტო")
უილსონ ოდობერტი ("ტოტენჰემი")
ენდრიკი (მადრიდის "რეალი")
სამუელ მბანგულა ("იუვენტუსი")
ანდრეას შელდერუპი ("ბენფიკა")
ელის ბენ სეგირი ("მონაკო")
Golden boy-ს დაჯილდოება პირველად 2003 წელს ჩატარდა და იგი ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოიგო.
წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებული 16 დეკემბერს, ტურინში გამოვლინდება.
Here we are!!
— Golden Boy (@GoldenBoyAwards) October 17, 2024
The 25 finalists for the Golden Boy Absolute Best!
Who will be the next European Golden Воу?#GoldenBoyAwards#GBFBIndex#FootballBenchmark#Tuttosport pic.twitter.com/angrfih1sw