Goal.com - 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ტრანსფერები
Goal.com-მა 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ტრანსფერები დაასახელა.
ვებგვერდის ვერსიით, ევროპულ ჩემპიონატებში ამ მომენტისთვის ყველაზე წარმატებული შენაძენი ლუის დიასია, რომლის სანაცვლოდაც ბაიერნმა ლივერპულს 75 მილიონი ევრო გადაუხადა:
,,ალბათ, როგორ ნანობს ლივერპული, რომ ზაფხულში ლუის დიასი გაუშვა... კოლუმბიელ გარემარბს, მართალია, თავად სურდა ენფილდის დატოვება, მაგრამ იმის ნახვა, თუ როგორ ითამაშა მან ბაიერნში, მერსისაიდელებისთვის ნამდვილად მტკივნეული უნდა იყოს.
დიასმა ყველა ტურნირზე 26 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა, ბაიერნმა კი ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.'' - წერს Goal.com
მეორე ადგილს რაიან შერკი იკავებს, რომელიც სიტიმ ლიონიდან იყიდა. სამეულში, ასევე, დონი მალენი მოხვდა (ასტონ ვილადან რომაში).
მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო ტრანსფერი Goal.com-ის ვერსიით:
ლუის დიასი - ლივერპულიდან ბაიერნში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
რაიან შერკი - ლიონიდან სიტიში 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
დონი მალენი - ასტონ ვილადან რომაში იჯარით;
იან დიომანდე - ლეგანესიდან ლაიფციგში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
გრანიტ ჯაკა - ლევერკუზენიდან სანდერლენდში 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ;
ჟოან გარსია - ესპანიოლიდან ბარსელონაში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ჯონათან ტა - ბაიერნში თავისუფალი აგენტის სტატუსით;
ლუის სუარესი - ალმერიადან სპორტინგში 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ;
ლუკა მოდრიჩი - მილანში თავისუფალი აგენტის სტატუსით;
ლუკა ვუშკოვიჩი - ტოტენჰემიდან ჰამბურგში იჯარით.