Belive

Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულმა ვებგვერდმა, Goal.com-მა, ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

გუნდში ყველაზე მეტი - 5 ფეხბურთელი ,,მანჩესტერ სიტიდანაა'', 3 - ,,ინტერიდან'', თითო-თითო კი ,,ნაპოლიდან'', ,,მილანიდან'' და ,,რეალიდან''.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე - ანდრე ონანა (ინტერი)

მცველები - ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ფრანჩესკო აჩერბი, ფედერიკო დიმარკო (ინტერი)

ნახევარმცელები - როდრი, კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი), ტონალი (მილანი)

თავდამსხმელები - ბერნარდუ სილვა, ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი).

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ერთმანეთს ,,მანჩესტერ სიტი'' და ,,ინტერი'' შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები