Belive

Goal.com დინამო ბათუმის ტრანსფერს გამოეხმაურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმმა" ახალი სეზონისთვის შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა. გია გეგუჩაძის გუნდმა დღეს ვაგნერ გონსალვეშის, რეინალდოს, გოდფრი ობოაბონასა და ვინისიუსის ტრანსფერები გააოფიციალურა. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Goal.com-ის ყურადღება მიიპყრო ბათუმელთა ნიგერიელმა ახალწვეულმა, ობოაბონამ. "სუპერ არწივების ცენტრალური მცველი კარიერას "დინამო ბათუმში" გააგრძელებს," - ნათქვამია სტატიაში. "მაღალი მიზნებისთვის მებრძოლმა ქართულმა გუნდმა, "დინამო ბათუმმა" გოდფრის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გია გეგუჩაძის გუნდმა გასული ეროვნული ლიგა მე-2 ადგილზე დაასრულა და ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს," - ვკითხულობთ Goal.com-ზე. შეგახსენებთ, რომ 29 წლის გოდფრი ობოაბონას ნიგერიის ნაკრებში 44 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 2013 წელს აფრიკის თასი მოიგო და 2014 წლის მუნდიალზეც ითამაშა.  

სხვა სტატიები