Belive

გნაბრი, არნოლდი, დაუდი | სად არიან 2017 წლის U21 ევროპის ჩემპიონები?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2017 წლის U21 ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში გერმანიის ტრიუმფით დასრულდა. U21 ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გერმანიამ ესპანეთი მიშელ ვაისერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. 2017 წლის U21 ევროპის ჩემპიონატის წინ, გერმანიას ერთ-ერთი ლიდერი ჯონათან ტა გამოაკლდა. ტრავმირებული ტა ვალდემარ ანტონმა ჩაანაცვლა. მნიშვნელოვანი დანაკლისის მიუხედავად, გერმანიამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და საბოლოოდ ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. 2017 წელს, გერმანიის შემადგენლობაში ისეთი ამომავალი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორიცაა: მაქსიმილიან ფილიპი, ნადიმ ამირი, სერჟ გნაბრი, მაქსიმილიან არნოლდი, მაჰმუდ დაუდი, მაქს მაიერი, გიდეონ იუნგი, იანიკ გერჰარტი, ტილო კერერი და ნიკლას შტარკი. შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავებს შორის, ყველაზე თვალსაჩინო წარმატებას სერჟ გნაბრიმ მიაღწია.  

111

სად არიან ახლა 2017 წლის U21 ევროპის ჩემპიონები?

მაქსიმილიან ფილიპი - "დინამო მოსკოვი" იჯარა "ვოლფსბურგი" ნადიმ ამირი - "ლევერკუზენი" სერჟ გნაბრი - "ბაიერნი" მაქსიმილიან არნოლდი - "ვოლფსბურგი" მაჰმუდ დაუდი - "დორტმუნდი" მაქს მაიერი - "კიოლნი" გიდეონ იუნგი - "ჰამბურგი" იანიკ გერჰარტი - "ვოლფსბურგი" ტილო კერერი - "პსჟ" ნიკლას შტარკი - "ჰერტა"  

სხვა სტატიები