Belive

გლასნერი: ,,ნაპოლი იტალიური გუნდის სტილში არ თამაშობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანკფურტის'' აინტრახტის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა, ,,ნაპოლისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,წინ არაჩვეულებრივი თამაში გველის. ჩვენი მიზანი ნათელია - მომდევნო ეტაპზე გასვლა! ორივე გუნდს ძალიან კარგი და სტაბილური შემადგენლობა ჰყავს.

,,ნაპოლი'' მხოლოდ შეტევით არ უნდა შევაფასოთ. ეს დაბალანსებული გუნდია, რომელიც ძალიან ცოტა გოლს უშვებს. ისინი იტალიური გუნდის სტილში არ თამაშობენ. მათ ჯგუფური ეტაპი საოცრად ჩაატარეს. თამაშობენ აგრესიულად, მაღალი პრესინგით და ღრმა კონტრპრესინგით. ჩვენ ეს ვიცით და ამისთვის მოვემზადეთ,'' - გლანსერის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,აინტრახტი'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს, მატჩი ხვალ, 00:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები