GiveMeSport-მა ქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
GiveMeSport ვერსიით, წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' შემტევი, კილიან მბაპეა.
ვებგვერდი რეიტინგის შედგენისას შემდეგ მონაცემებს დაეყრდნო: გატანილი გოლები; საგოლე გადაცემები; მოგებული ტიტულები; მშრალად შენახული კარი (თუ საუბარი მცველზე ან მეკარეზეა); ზოგადი ფორმა 2024-2025 წლების სეზონში.
,,თითქოს, გარდაუვალია, რომ კილიან მბაპე მისი კარიერის რაღაც მომენტში ოქრო ბურთს მოიგებს... ფრანგ თავდამსხმელს მესისა და რონალდუს მემკვიდრედ ასახელებდნენ, ახლა კი სულ უფრო უახლოვდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის განმტკიცებას. რეალში მას ოქროს ბურთის მოპოვების უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ეს პსჟ-ში ჰქონდა.
GiveMeSport-ის საკვანძო სტატისტიკა: კილიანმა რეალში კრიშტიანუ რონალდუს მიერ სადებიუტო სეზონში დაფიქსირებულ შედეგი გაიმეორა - 33 გოლი ყველა ტურნირზე.'' - წერს GiveMeSport
GiveMeSport-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში ვინისიუს ჟუნიორი, რაფინია, მოჰამედ სალაჰი და ლამინე იამალი მოხვდნენ
,,ოქროს ბურთის'' მოგების 10 მთავარი პრეტენდენტი GiveMeSport-ის ვერსიით:
კილიან მბაპე
ვინისიუს ჟუნიორი
რაფინია
მოჰამედ სალაჰი
ლამინე იამალი
ჰარი კეინი
რობერტ ლევანდოვსკი
ჯუდ ბელინგემი
უსმან დემბელე
ჯამალ მუსიალა