"გიორგის სათამაშო ხარისხი დღითიდღე უმჯობესდება" - ხავი გრასია
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონშიპის მე-18 ტურის შეხვედრაში ბირმინგემმა უოტფორდი 2:1 დაამარცხა. მატჩში მე-60 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან 1 წუთში ქართველმა შემტევმა ერთადერთ გატანილ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.
ჩაკვე გრძელვადიანი ტრავმის შემდეგ 1 კვირის წინ დაბრუნდა და ახლა მეორე შეხვედრა ჩაატარა, მატჩის შემდეგ უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ პრესკონფერენციაზე ქართველის შესახებაც ისაუბრა:
როგორც ყველა ხედავს მისი სათამაშო ხარისხი დღითიდღე უმჯობესდება. მას სჭირდება ვარჯიში, მეტი კონკურენცია და თამაშის ჩატარება, რათა გიორგის საუკეთესო ვერსია ვნახოთ. მე მისი განვითარებით კმაყოფილი ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებში ის დაგვეხმარება. - ხავი გრასია - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი
უოტფორდი ჩემპიონშიპის ცხრილში 24 ქულით მე-15 პოზიციაზეა (6 მოგება, 6 ფრე, 6 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 6 დეკემბერს ნორვიჩის წინააღმდეგ გამართავს.