Belive

გეორგიოს მასურასი: "ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და ბათუმში მოსაგებად ვითამაშებთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ, საბერძნეთის ნაკრების შემტევმა, გეორგიუს მასურასმა კომენტარი გააკეთა.
"ხვალ ნამდვილად რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს, რაც ჩვენი მიზანი იყო და ამისთვის საქართველოსთან ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში საქართველოს ნაკრები ვერ დავამარცხეთ, მოედანზე ზედმეტი ზეწოლის გარეშე გავალთ. ვცდილობთ, გუნდურობა ყოველთვის შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა საკადრო პრობლემები. კარგია, რომ ახლა ოპტიმალური შემადგენლობით გამოვალთ, რაც დამატებითი მოტივაციაა. მთავარია ჭკვიანურად ვითამაშოთ და ემოციებს არ ავყვეთ. ტაქტიკურად ორგანიზებული თამაში უნდა ვაჩვენოთ და იმედია, შინ 3 ქულით დავბრუნდებით", - თქვა 27 წლის ფეხბურთელმა.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირება 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე სტადიონის ტევადობის 33% მაყურებელი დაიშვება, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.  

სხვა სტატიები