Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ასტანასთან მატჩში ამინდის და მოედნის საფრისგან დაბრკოლებას ველით"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ასტანასთან" გასამართი შეხვედრის წინ, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან ვთამაშობთ. მეტოქეს ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები, ბევრი მათგანი თამაშობს ან ადრეც უთამაშია თავისი ქვეყნის ნაკრებებში.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, "დინამოში" არის მიკროტრავმები. მთავარი დანაკლისი თორნიკე კირკიტაძის ტრავმაა.

ზოგადად ქართულ ფეხბურთს კარგი დროება უდგას. ბევრი ფეხბურთელი, რომელიც ახლა წარმატებით თამაშობს ქვეყნის ძირითად და ახალგაზრდულ გუნდებში, იგივე კვარაცხელია და მამარდაშვილი, დინამოს აღზრდილები არიან. ვამჩნევთ, რომ ქვეყანაში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება იცვლება.

დიახ. ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩში მოედნის ხელოვნურსაფარიანი გაზონი და ამინდიც ჩვენთვის პრობლემა გახდება.

ჩვენთვის ეს ამინდი (35-38 გრადუსი სიცხე, რომელიც 12 ივლისს ყაზახეთშია მოსალოდნელი) ახალი არ არის, მაგრამ ასეთი სიცხე თბილისში წელს არ არის. ამიტომ, ჩვენ ჯერ არ ვართ ადაპტირებული.

პრესკონფერენციაზე რომ არ დაგვეგვიანებინა, აეროპორტიდან სწორედ აქ ჩამოვედით. ასე რომ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება", - თქვა 43 წლის ქართველმა სპეციალისტმა.

“დინამო თბილისი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ივლისს ითამაშებს და ყაზახეთის ჩემპიონ “ასტანას” სტუმრად დაუპირისპირდება – საპასუხო მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე”, 19 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები