Belive

გიორგი ქვილითაია: "დრო მჭირდება - ბევრს ვმუშაობ და აუცილებლად დავბრუნდები"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიის "აპოელის" თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში "აელ ლიმასოლთან" ფრედ - 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან მისი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.

"იმედგაცრუებული ვარ როგორც ინდივიდუალურად ჩემი, ისე გუნდის თამაშით და შედეგით. ტრავმის შემდეგ ვცდილობ დავბრუნდე. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს.

მ​იზნის მისაღწევად ჩვენ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ და საშინაო მატჩების მოგება დავიწყოთ. მე ხუთი თვე მოედნის მიღმა ვიყავი. დრო მჭირდება, ბევრს ვმუშაობ და აუცილებლად დავბრუნდები", - თქვა 29 წლის თავდამსხმელმა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიამ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, გუნდი კი ბოლოსწინა ტურში კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა მოედანზე.

28 წლის თავდამსხმელი თემურ ქეცბაიას “ანორთოსისთან” ერთად კვიპროსის თასის მოგების შემდეგ, “აპოელს” 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ვიცე-კაპიტანთან ერთად, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა. მის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში გატანილი 13 გოლი და 3 საგოლე პასია - წინა სეზონში იგი კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები