Belive

გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. "ლევანტეს" ქართველი ფეხბურთელი 25 თებერვალს "ანდორას" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ლევანტეს" ოფიციალური საიტი აქვეყნებს.

24 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 9 დეკემბერს ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

"ლევანტე" ბოლო ვარჯიშს პარასკევს გამართავს, შემდეგ კი შაბათს გასამართ მატჩზე წასასვლელად მოემზადება.

სხვა სტატიები