Belive

გიორგი ქოჩორაშვილის შეფასება ვალენსიას წინააღმდეგ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში სევილიამ ვალენსია 1:0 დაამარცხა. გიორგი ქოჩორაშვილი მატჩში 71-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 81-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და ხუან იგლესიასს გოლი გაატანინა.

ქართველი ფეხბურთელი ბურთს 15-ჯერ შეეხო, 8 გადაცემიდან 7 ზუსტი გადაცემა გააკეთა (88%), კარისკენ კი ერთხელ დაარტყა, ხოლო რაც ყველაზე მთავარია შემოსვლიდან 10 წუთში საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც გიორგი ქოჩორაშვილისთვის სევილიას მაისურით პირველი საგოლე მოქმედებაა.

ქართველის შეფასება:

  • Flashscore: 7.2

  • Sofascore: 6.9

  • Whoscored: 6.9

სევილია ლა ლიგის ცხრილში 10 ქულით მე-3 პოზიციაზეა (3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 16 სექტემბერს დეპორტივოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები