გიორგი ქოჩორაშვილის ერთ-ერთი კონკურენტი კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლისაბონის სპორტინგის დანიელი ნახევარმცველი და კაპიტანი, მორტენ ჰიულმანდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისშივე მადრიდის ატლეტიკოს თვალთახედვის არეში მოექცა.
"ლომები" 60 მილიონ ევროს ითხოვდნენ ფეხბურთელში, რომელსაც კლუბთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა. თუმცა, "მეზეწრეებმა" მოახერხეს მათი დაყოლიება და ფეხბურთელი 40 მილიონ ევროს პლუს 5 მილიონის ბონუსების სანაცვლოდ დაიმატა.
დანიის ნაკრების ფეხბურთელი "ლომების" შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილის ერთ-ერთი კონკურენტი გახლდათ.
სპორტინგში გატარებული სამი წლის განმავლობაში მორტენმა 141 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.