საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა, კვიპროსული "აპოლონი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი კლუბი ავრცელებს და ფეხბურთელს სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.
26 წლის ფეხბურთელი ლიმასოლის კლუბში 2021 წლის იანვარში, ესპანური "სარაგოსადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და საერთო ჯამში გუნდის მხოლოდ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
"დინამო თბილისის" აღზრდილი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფება და Live.ge-ს ინფორმაციით, მისი მშობლიურ კლუბში დაბრუნება საკმაოდ რეალურია.