Belive

გიორგი ნემსაძე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"დინამო თბილისმა" დღეს ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა - საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ამიერიდან გიორგი ნემსაძე ჩაიბარებს. როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბი გასული კვირის ბოლოს დატოვა ჩისკო მუნიოსმა. ესპანელი სპეციალისტი კარიერას ჩემპიონშიფში, "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელად გააგრძელებს. როგორც ცნობილია, ნემსაძესა და "დინამო თბილისს" შორის ხელშეკრულება 1+1 წლით გაფორმდა.
"ჩისკო მუნიოსს "უოტფორდში" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ინგლისურ სარბიელზე. დამიჯერეთ, კარგად ვიცი რა ტრადიციების გუნდშიც ვარ. ამ შემოთავაზებისთვის დინამოს ხელმძღვანელობას მადლობა მინდა ვუთხრა. ეს დიდად  საპასუხისმგებლო პოსტია. კარგად ვიცი რა დაკვეთაცაა ხელმძღვანელობისგან და გულშემატკივრისგან. რაც შეეხება დინამოს მიზნებს - ყველაფერი უცვლელია. მომავალ სეზონში - ჩემპიონატში და თასზე გამარჯვება და თუ რაიმე ისტორიულ ფურცელს გადავშლით, რა თქმა უნდა სასიხარულო იქნება და ჩვენც ამისაკენა ვისწრაფვით. მთავარი პრიორიტეტი გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაცია იქნება, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით რა დონის აკადემია აქვს დინამოს. ეს რესურსი ჩვენი კლუბის სასიკეთოდ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრების ძირითად ნაწილს დინამოს მოქმედი ან ყოფილი ფეხბურთელები წარმოადგენენ," - თქვა გიორგი ნემსაძემ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ "დინამო თბილისის" ახალი მთავარი მწვრთნელი გასულ სეზონში "გორის დილაში" მუშაობდა.  

სხვა სტატიები