Belive

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტებს შორის ,,მეცის'' ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

22 წლის ფორვარდი საოცარ სეზონს ატარებს და 22 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. მისი გუნდი კი 65 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის.

მიქაუტაძის გარდა, საუკეთესოთა შორის კიდევ 4 ფეხბურთელი - ჟან-ფილიპ კრასო (სენტ-ეტიენი), ჯოს მაჯა (ბორდო), ვიქტორ ლეხალი (ლე ავრი) და ნილს ნკუნკუ (სენტ-ეტიენი) არიან.

გამარჯვებულს საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი თავად გამოავლენს.

სხვა სტატიები