Belive

გიორგი მიქაუტაძე მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ფრანგული "მეცის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ლიგა 2-ის ბინადარმა კლუბმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

21 წლის ქართველი თავდამსხმელი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ დაასახელეს.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრაში ეროვნული გუნდის ფორვარდს 4 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასი აქვს, გოლს + საგოლე პასის სისტემით კი მას 8 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ შედეგით საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში მეორე ადგილზეა.

რაც შეეხება "მეცს", რომელიც ლიგა 2-ის მერვე ტურის შეხვედრაში (მიქაუტაძე განაცხადში არ ყოფილა) "გენგამთან" 3:6 დამარცხდა და შეხვედრა 3 წითელი ბარათით დაასრულა, 8 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და შემდეგ შეხვედრას 17 სექტემბერს, "ბასტიასთან" გამართავს.

სხვა სტატიები