Belive

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, 35-ე ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, სადაც გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში, მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდში სამჯერ მოხვდა.

ლიგა 2-ის 35-ე ტურის შეხვედრაში, "მეცისა" და "გრენობლის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

"მეცისა" და ლიგა 2-ის ქართველმა ბომბარდირმა - გიორგი მიქაუტაძემ, აღნიშნულ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი, მიქაუტაძის შედეგიან გადაცემას მოჰყვა.

სხვა სტატიები