Belive

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ,,ვალენსიას'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია (ოსასუნას, ვილიარეალისა და ალავესის წინააღმდეგ), რაც ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ქართველი მეკარის ასეთ შედეგს დღეს ,,ღამურების'' ვეგვერდმა სტატიაც მიუძღვნა.

სულ ლა ლიგის ისტორიაში ,,ვალენსიას'' წინააღმდეგ 423 პენალტია დანიშნული, რომელთაგან მეკარეებმა 93 მოიგერიეს, მეტოქემ 46-ჯერ ბურთი კარს ააცილა, 284-ჯერ კი გაიტანა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბარახას გუნდი გაშვებული გოლების რაოდენობით ლიგაში მესამეა, რაშიც მამარდაშვილის დამსახურება დიდია. 23 წლის მეკარემ კარის მშრალად შენახვა მიმდინარე სეზონში 12-ჯერ შეძლო.

ლა ლიგის 31 ტურის შემდეგ, ,,ვალენსიას'' 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები