Belive

გიორგი მამარდაშვილმა დღეს შესაძლოა ვალენსიას უკაპიტნოს

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "მალიორკას" უმასპინძლებს.

მატჩში შესაძლოა კაპიტნის სამკლავური გიორგი მამარდაშვილმა მოირგოს. სეზონის დასაწყისიდან ვალენსიური კლუბი კაპიტნის სამკლავურს ოთხ მოთამაშეს ანიჭებს, ესენი არიან: ხოსე ლუის გაია, ხაუმე დომენეკი, გაბრიელ პაულისტა და მუქტარ დიახაბი. თუმცა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული სიტუაცია, პირველ რიგში ხოსე ლუის გაიამ "ვილიარეალთან" სანაკრებო შესვენებამდე ტრავმა მიიღო და ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ხაუმე დომენეკი სათადარიგო მეკარეა და დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაშიც არ იქნება, გაბრიელ პაულისტამ კი იანვარში გუნდი დატოვა, ბოლო მეოთხე, რომელიც შესაძლოა კაპიტანი ყოფილიყო მუქტარ დიახაბია, მას კი ხანგრძლივი ტრავმა აქვს და გუნდს განუსაზღვრელი ვადით ვერ დაეხმარება.

მთავარი კანდიდატი ვინც შესაძლოა კაპიტანი იყოს გიორგი მამარდაშვილია, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემა eldesmarque აქვეყნებს.

"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კაპიტნობის დადგენის უპირატესი კრიტერიუმი სათამაშო სტაჟი და ასაკია. სიაში კი შემდეგი ტიერი კორეა და უგო გილამონი არიან, თუკი მათ ბარახა სათადარიგო სკამზე გაამწესებს ქართველი მეკარე დიდი ალბათობით დღევანდელ შეხვედრაში გუნდს უკაპიტნებს. ყოფილა შემთხვევა როდესაც კორეას კაპიტნის სამკლავური მოურგია, ეს "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩში მოხდა. მარჯვენა ფლანგზე ტიერის კონკურენტად ფულკიე ჰყავს და შესაძლოა ის ძირითად შემადგენლობაში არ იყოს. გილამონს კი პირველ გუნდთან ერთად დებიუტი 2020 წელს ჰქონდა. შემდეგი სიაში გიორგი მამარდაშვილია, ის კლუბს 2021 წელს შეუერთდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, გიორგიმ კი ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ერთი კანდიდატი, რომელიც შესაძლოა კაპიტნობაში გიორგის შეეცილოს არის უგო დურო, მაგრამ ქართველ მეკარეს დებიუტი 2021 წლის 13 აგვისტოს ჰქონდა, ხოლო დუროს 2021 წლის 30 აგვისტოს.

სხვა სტატიები