Belive

გიორგი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი ჩაერთო​​

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატებისთვის ბრძოლაში ინგლისის პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი, "ასტონ ვილაც" ჩაერთო.

როგორც ირკვევა, 22 წლის ქართველი გოლკიპერი, ბირმინგემული კლუბის ინტერესთა სფეროშიცაა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსიას" ქართველი მეკარის დამატება ინგლისურ გრანდებს, ლონდონის "ჩელსის", "ტოტენჰემს", "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ლესტერს" სურთ, მათ შორის კი ყველაზე მეტად "არისტოკრატები" ლიდერობენ.

საქართველოს ნაკრების გოლკიპერს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს, ხოლო მისი ღირებულება transfermarkt.com-ის მონაცემებით, 25 მილიონი ევროა.

გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე და ესპანეთის სუპერთასზე საერთო ჯამში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 38 გოლი გაშვებული, შვიდ შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები