გიორგი მამარდაშვილის შეფასება ჩელსის წინააღმდეგ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ლივერპული ჩელსის ესტუმრა და მატჩი ლონდონელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მე-14 წუთზე მოიზეს კაისედომ ჩელსი დააწინაურა, 63-ე წუთზე კოდი გაკპომ გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ესტევაომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ქართველ მეკარეს 4 მოგერიება ჰქონდა, 2-ჯერ გამოვიდა კარიდან და ორივე წარმატებული გამოდგა, ბურთს 64-ჯერ შეეხო, 43-დან 34 გადაცემა ზუსტად შეასრულა (79%), 2 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ორივეში გაიმარჯვა.
ორი გოლის გაშვების მიუხედავად გიორგის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა.
მამარდაშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.7
Flashscore - 7.0
Whoscored - 7.2
Defeat at Stamford Bridge. #CHELIV pic.twitter.com/76XO5h3c7G
— Liverpool FC (@LFC) October 4, 2025
ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 15 ქულით მე-2 ადგილზეა (5 მოგება, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას მერსისაიდული გუნდი 19 ოქტომბერს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 19:30 საათზე გაიმართება.