Belive

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ბილბაოსთან მატჩში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში "ვალენსიამ" "ატლეტიკ ბილბაო" 1:0 დაამარცხა. 2019 წლის შემდეგ ვალენსიურ გუნდს "ბილბაოს" წინააღმდეგ გამარჯვება არ ჰქონია. შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე უგო დურომ გაიტანა.

მატჩში გიორგი მამარდაშვილს 3 სეივი ჰქონდა და საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. Sofascore-მა ქართველი მეკარე 8.0-ით შეაფასა. გიორგიმ 25 პასი შეასრულა და 18 ზუსტი იყო (68%), მაღალ ბურთებზე 4-ჯერ ითამაშა.

Whoscored-მაც საუკეთესო 7.9 შეფასება გიორგი მამარდაშვილს დაუწერა.

"ვალენსია" ლა ლიგის ცხრილში 32 ქულით (9 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება) მე-7 ადგილზეა, "ღამურები" მომდევნო ტურში "ატლეტიკო მადრიდს" ესტუმრებიან, შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება.

სხვა სტატიები