Belive

გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს (მეორედ სეზონში). ,,ბილბაოსთან'' სტუმრად გამართულ მატჩში, რომელიც ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, ქართველმა მეკარემ მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია, მათ შორის ერთ-ერთი სეივი ტურის საუკეთესოდაც დასახელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მამარდაშვილი KING OF THE MATCH-ი გახდა (მესამედ სეზონში). 35 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 44 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას დღეს, ,,ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები