Belive

გიორგი მამარდაშვილი : "წაგება ცუდია, მაგრამ ჩემპიონატი ხანგრძლივია"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის ცენტრალური დაპირისპირება 'ენფილდზე' შედგა. ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მერსისაიდელებისთვის ამ წაგების სიმძაფრეს ისიც განაპირობებდა, რომ მანჩესტერმა, 2016 წლის შემდეგ, პირველად მოახერხა სტუმრად ლივერპულის დამარცხება. ალისონის ტრავმის გამო, ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მართალია, რომ ძალიან ცუდი დღე გვქონდა (უიღბლო). უამრავი შანსი გვქონდა, თუმცა გატანას ვერ ვახერხებდით. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის რამდენიმე ასპექტი, შემდეგი მატჩი მოსაგებია.

დავმარცხდით და ეს ცუდია, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ განვითარება - ჩემპიონატი გრძელია და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

მართალია, აქ ცოტა ხანია ვარ, თუმცა ჩემი ადაპტაცია ნაბიჯ-ნაბიჯ და სწორად მიდის. ვირცის და ისაკის არაშედეგიან თამაშს რაც შეეხება, ისინი, უბრალოდ ამ წამს არ არიან თავიანთ საუკეთესო ფორმაში.

რა თქმა უნდა, ესპანეთიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ დადებითისკენ - ალისონთან ერთად ყოფნა უკეთესად მაქცევს. - განაცხადა მამარდაშვილმა Telemundo Deportes-სთან ინტერვიუში

ლივერპულს საშინელი პერიოდი უდგას - კლუბმა ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო (3 პრემიერ ლიგაში, 1 - ჩემპიონთა ლიგაზე). ჯერჯერობით, ფლორიან ვირცი თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, არნე სლოტმა გერმანელი ფეხბურთელი, მანჩესტერთან, ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.

ლივერპულს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველადგილოსან არსენალს 4 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები