Belive

გიორგი მამარდაშვილი სატრანსფერო ღირებულებით 25 წლამდე მეკარეებს შორის მე-4 ადგილზეა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სატრანსფერო ღირებულებით 25 წლამდე მეკარეებს შორის მე-4 ადგილზეა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემა Eldesmarque აქვეყნებს.

გიორგი მამარდაშვილი კარგად ასპარეზობს და აქედან გამომდინარე მის მიმართ ინტერესი სხვადასხვა კლუბებიდან მუდმივადაა. ქართველ მეკარეს მისმა კარგმა თამაშმა საშუალება მისცა, რომ 10 საუკეთესო 25 წლამდე მეკარეს შორის მოხვედრილიყო.

CIES Football მონაცემებს აქვეყნებს, სადაც გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 41,5 მილიონი ევროა.

პირველ ადგილზე - "პორტუს" მეკარე დიოგო კოსტაა 73,4 მილიონით. მეორეზე - ჯანლუიჯი დონარუმა 69 მილიონით ("პსჟ"), შემდეგ მოდის ანატოლი ტრუბინი 58,3 მილიონი ("ბენფიკა"), მეოთხეზე გიორგი მამარდაშვილი - 41,5 მილიონი ("ვალენსია"), ლუკას შევალიე - 39,4 მილიონი ("ლილი"), ბარტ ვერბრუგენი - 36,9 მილიონი ("ბრაიტონი"), გევინ ბაზუნუ - 32,2 მილიონი ("საუთჰემპტონი"), ილან მესლიე - 25,7 მილიონი ("ლიდსი"), ანდრეი ლუნინი - 25,1 ("რეალი") და მაარტენ ვანდევორდი - 19,6 მილიონი ("გენკი").

სხვა სტატიები