Belive

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეს შორის დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

topsoccerblog.com-მა საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თავის პოზიციაზე მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის 2023 წლის 10 საუკეთესოს შორის დაასახელა. 

22 წლის მეკარე მე-9 პოზიციაზე გავიდა და სტატიის ავტორმა იგი შემდეგი კომენტარით შეაფასა:

"გიორგი მამარდაშვილმა ძალიან პატარა ასაკში გაითქვა სახელი მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოში.

2021 წელს ის შეუერთდა ლა ლიგის გუნდს, ვალენსიას, ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის პუნქტით.

ის თავდაპირველად სარეზერვო გუნდისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის დროს შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ მწვრთნელ, ხოსე ბორდალასზე.

შედეგად, ის სეზონის გახსნით მატჩში "ხეტაფეს" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

მისი კარგი მატჩების დამსახურებით "ვალენსიამ" გადაწყვეტილება მიიღო და მამარდაშვილი გამოისყიდა.

გასულ სეზონში ქართველმა 23 მატჩში 10-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ზედიზედ 560 წუთის განმავლობაში კი გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

მამარდაშვილი არა მხოლოდ მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, არამედ ამჟამად ლა ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია", - წერს topsoccerblog.com-ი.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" მაისურით 17 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული, 17 გოლი გაშვებული და 4-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები