გიორგი მამარდაშვილი: "მე დღეს ვაჩვენე ვინ ვარ"
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 30-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ნამდვილი ბენეფისი ვიხილეთ. ქართველი მეკარე სანტიაგო ბერნაბეუზე, "რეალის" წინააღმდეგ ბრწყინავდა. ვინისიუსის დარტყმული პენალტის მოგერიება და 8 სეივი - მამარდა მატჩის გმირი გახდა, "ვალენსიამ" კი 1:2 მოიგო.
ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. პირველი მოგება ბერნაბეუზე 2008 წლის შემდეგ. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ. ახალგაზრდები ვართ, მაგრამ ძლიერები და ასეთი შემართება უნდა შევინარჩუნოთ.
ჩვენი ვალია ყოველ თამაშში ვაჩვენოთ რას წარმოვადგენთ. მე დღეს მოვახერხე იმის ჩვენება თუ ვინ ვარ. ამ გზას უნდა მივყვე. - განაცხადა მამარდაშვილმა
ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრისას ქართველმა მეკარემ, ვინისიუს ჟუნიორთან პენალტის დარტყმამდე საუბარი გაიხსენა და კურიოზული მომენტიც გაგვიზიარა.
ვინის დარტყმამდე 50 ევროზე დავენიძლავე, თუ გამიტანდა მე ვიხდიდი, თუ ავიღებდი თამაშის შემდეგ მას უნდა გადაეხადა, თუმცა ფული ჯერ არ მოუცია - დაამატა გიორგიმ
Mamardashvili 🇬🇪 (gardien de Valence) :
— Actu Foot (@ActuFoot_) April 5, 2025
« Viní et moi avons parié 50 € que j'arrêterais son penalty.
Il ne m'a pas donné l'argent. » 😭😭😭pic.twitter.com/1xlD9jOb9S
დამსახურებული გამარჯვების შემდეგ ვალენსიამ დიდი ნაბიჯი გადადგა ლა ლიგაში დასარჩენად, რეალი კი "ბარსელონას" 3 ქულით ჩამორჩება და პირველადგილოსნებს 1 მატჩი მარაგში აქვთ.