Belive

გიორგი ლორია: "მიხარია, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, ტრიბუნაზე ქომაგები ​გვიბრუნდებიან"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ, გიორგი ლორიამ კომენტარი გააკეთა.
"ფსიქოლოგიურად ყველა მატჩისთვის მზად ვარ, იქნება ეს დიდი დონის გუნდი თუ პატარა, უბრალოდ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოტივაცია განსაკუთრებულია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ფსიქოლოგიური წნეხი არ გვაქვს და მოედანზე თავდაჯერებულები გავდივართ.  როცა ადამიანთან ერთად ხუთ წელიწადს ატარებ, ეს ბევრ რამეს ცვლის. ვლადიმირ ვაისისგან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ის აქ წარმატებული შედეგებით ჩამოვიდა და გარკვეული შედეგს აქაც მიაღწია, რაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაში და ფინალში გასვლაში აისახა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ  ვაისის დამსახურებით გუნდი გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა.  მოხარული ვარ, რომ ხვალ გუნდს ტრიბუნიდან ქომაგები დაეხმარებიან. ორწლიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივარი გვიბრუნდება და ეს განსაკუთრებულად მახარებს. იმედი მაქვს, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთად გავიხარებთ", - თქვა 35 წლის გოლკიპერმა.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში, საქართველოს ეროვნული გუნდი 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები