გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესს სერია B-ს გუნდი იჩენს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფროზინონეს ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის ტრანსფერით ბარი ინტერესდება. Pianeta Bari-ს ინფორმაციით გუნდის სპურტული დირექტორი, ჯუზეპე მაგალინი გუნდის სწრაფად დაკომპლექტებას ცდილობს და სერია B-ს ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდს სრული შემადგენლობით დაიწყებს.
ბარი აგრძელებს სატრანსფერო ბაზარზე მუშაობს. რედაქციის ინფორმაციით, დიდი ინტერესია ფროზინონეს ახალგაზრდა შემტევი ვინგერის, გიორგი კვერნაძის მიმართ. 22 წლის ქართველმა გასულ წელს 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. Pianeta Bari-ს ცნობით ბარიმ პირდაპირი ინტერესი გამოხატა ფეხბურთელის აგენტთან და მის გარემოცვასთან, უახლოეს დღეებში კი ცნობილი გახდება გადაიზრდება თუ არა ეს კონკრეტულ შეთავაზებად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელი წასვლას არ აპირებს. მის მიმართ ინტერესს სერია A-ს კლუბი კალიარიც იჩენს. - Pianeta Bari
შეგახსენებთ, რომ გასული 2024/25 წლების სეზონი ორივე გუნდმა სერია B-ში გაატარა, მაგრამ ბარი მე-9 ადგილზე გავიდა, ფროზინონე კი მე-15-ზე. მომდევნო სეზონშიც როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი კვლავ რანგით იტალიის მე-2 დივიზიონის ჩემპიონატში იასპარეზებს.