Belive

გიორგი კვერნაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია B-ს მე-15 ტურში ფროზინონემ იუვე სტაბია 3:0 დაამარცხა. გიორგი კვერნაძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა ამ დროში დუბლის შესრულება შეძლო, პირველი გოლი 45+1 წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე 65-ზე.

ქართველმა შემტევმა Sofascore-სგან მატჩში ყველაზე მაღალი, 8.5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

სრულად საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: იესე იორონენი (პალერმო) - 8.9

მცველები: მატია ბანი (პალერმო) - 8.0, მატიას ანტონინი (კატანძარო) - 8.0, მეჰდი დორვალი (ბარი) - 9.4, ენტონი ოიონი (ფროზინონე) - 8.0

ნახევარმცველები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) - 8.5, ტობიას რეინჰარტი (რეჯიანა) - 8.2, ჯაკომო კალო (ფროზინონე) - 7.9

შემტევები: იოელ პოჰიანპალო (პალერმო) - 8.4, ფაბიო აბიუსო (კარარეზე) - 9.1, მასიმო კოდა (სამპდორია) - 8.4

იტალიის სერია B-ს მე-15 ტურის საუკეთესო თერთმეტეული

იტალიის სერია B-ში 15 ტურის შემდეგ ფროზინონე 31 ქულით პირველ პოზიციაზეა (9 მოგება, 4 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 დეკემბერს პესკარას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები