Belive

"გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით დინამო ზაგრები და ჰაიდუკი არიან დაინტერესებული" - ხორვატული მედია

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სარაევოს" ქართველი შემტევის, გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით "დინამო ზაგრები" და "ჰაიდუკი" არიან დაინტერესებული, ინფორმაციას ხორვატული მედია dnevno აქვეყნებს. 23 წლის ფეხბურთელს ბოსნიის ჩემპიონატში შესანიშნავი სეზონი აქვს და "ჰაიდუკის" გულშემატკივრები მასზე აქტიურად საუბრობენ, მათი თქმით სპლიტის გუნდი გულიაშვილის დამატებით ხორვატიის უმაღლესი ჩემპიონატის მოგებასთან უფრო დააახლოებს, რომელზეც 20 წელი ოცნებობენ.

ქართველ ფეხბურთელს "სარაევოსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ტრანსფერის განხორციელების შანსები რა თქმა უნდა არსებობს.

"ჰაიდუკის" ყოფილი სპორტული დირექტორი ნიკოლიჩიუსი "სარაევოს" ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელ ზორან ზეკიჩს შეხვდა, ოფისში მისვლის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი გულიაშვილი "სარაევოში" მიმდინარე სეზონში დაბრუნდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში უკვე 9 გოლის გატანა მოახერხა, 8 კი შიდა ჩემპიონატში, ბოსნიის პრემიერ ლიგაში გაიტანა.

სხვა სტატიები