Belive

გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში დუნაისკა სტრედამ მიხალოვცე სტუმრად 0:3 დაამარცხა. გიორგი გაგუამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 87-ე წუთზე შეცვალეს, ქართველი ფეხბურთელი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

სრულად თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ლუკას ჰროსო (ბანსკა ბისტრიცა)

მცველები: ლუბომირ ვილვერბერი (ბანსკა ბისტრიცა), მაიკ გომესი (ბანსკა ბისტრიცა), ტომაშ მარუშინი (რუზომბეროკი), მარტინ ჩერნეკი (სკალიცა)

ნახევარმცველები: კრისტოფ დომონკოსი (კომარნო), ერიკ დანიელი (სკალიცა), ოურო სამსინდინ (დუნაისკა სტრედა), პრინს ოვუსუ (დუნაისკა სტრედა)

თავდამსხმელები: ტიმოთეი კუდლიცკა (ტრნავა), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა)

View this post on Instagram

A post shared by Voyo šport (@voyo.sport)

დუნაისკა სტრედა სლოვაკეთის ჩემპიონატის ცხრილში 23 ქულით პირველ ადგილზეა (7 მოგება, 2 ფრე, 0 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 18 ოქტომბერს ჟილინას წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი გაგუას მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატის ეგიდით 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო ამას გარდა მას 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ერთი გოლი გაიტანა ასევე სლოვაკეთის თასზე.