Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ბირმინგემის წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 38-ე ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "ბირმინგემი" 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ემანუელ დენისმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა. Sofascore-მა გიორგი ჩაკვეტაძეს 6.6 შეფასება დაუწერა. ის ბურთს 52-ჯერ შეეხო, 34 გადაცემიდან 25 ზუსტი იყო (74%), მატჩში ერთადერთი დარტყმა ჰქონდა და დაუბლოკეს, 2 დრიბლინგიდან 1 წარმატებული გამოდგა, 9 ორთაბრძოლიდან 3-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-ის მიხედვით გიორგი ჩაკვეტაძემ 6.4 შეფასება დაიმსახურა.

"უოტფორდმა" ამ გამარჯვებით 48 ქულა დააგროვა და მე-13 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის გუნდი "ლიდსს" დაუპირისპირდება, მატჩი 30 მარტს, სანაკრებო შესვენების შემდეგ გაიმართება.

სხვა სტატიები