Belive

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "უოტფორდის" ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება ნახევარი მილიონი ევროთი გაიზარდა.

24 წლის შემტევი ნახევამრცველის სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მონაცემებით 2 მილიონი ევრო იყო, დღეს (7 მარტს) განახლებული ინფორმაციით კი მისი ფასი 2.5 მილიონი ევროა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ინგლისის ჩემპიონშიპის 2023/24 წლების სეზონში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. "უოტფორდი" 36 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა, ინგლისურ გუნდს 11 მოგება, 12 ფრე და 13 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები