გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძის შეფასება საუთჰემპტონთან
ინგლისის ჩემპიონშიპის 31-ე ტურის შეხვედრაში საუთჰემპტონმა უოტფორდი 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, მატჩი სრულად ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, ხოლო საბა გოგლიჩიძეს საუთჰემპტონთან დებიუტი ჰქონდა და შეხვედრაში 70-ე წუთზე ჩაერთო.
გიორგი ჩაკვეტაძემ 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 55-ჯერ შეეხო, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, 35 გადაცემიდან 30 ზუსტად შეასრულა (86%), ერთხელ კარისკენ დაარტყა, ხოლო ერთხელ დარტყმულიც დაუბლოკეს.
ჩაკვეს შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.6
Flashscore - 6.4
Whoscored - 6.2
რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, მან 3 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 21-ჯერ შეეხო, 13 გადაცემიდან 12 ზუსტად შეასრულა (92%).
საბას შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.7
Flashscore - 7.1
Whoscored - 6.6
Defeat on the road. pic.twitter.com/LMBwmUYMMe
— Watford Football Club (@WatfordFC) February 7, 2026
უოტფორდი ჩემპიონშიპის ცხრილში 44 ქულით მე-8 პოზიციაზეა (11 მოგება, 11 ფრე, 9 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელების გუნდი 14 თებერვალს, პრესტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნეთ საუთჰემპტონთან საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა.