Belive

გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაუკავშირეს

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ვენის "რაპიდს" დაუკავშირეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა laola1.at-ი ავრცელებს და წერს, რომ დიდი შანსია, ახალი სეზონიდან ბრატისლავის "სლოვანის" ქართველმა მეათე ნომერმა საკლუბო კარიერა სწორედ "თეთრ-მწვანეთა" შემადგენლობაში გააგრძელოს.

"გენტის" ნახევარმცველი, რომელიც სეზონის ბოლომდე იჯარით "სლოვან ბრატისლავაშია", კვირას ვენაში იმყოფებოდა. ქართველის Instagram-ზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩაკვეტაძე წარმომადგენლებთან ერთად ვენის სახელმწიფო ოპერის წინ ჩანს. საინტერესოა, ვენის ცენტრში მოგზაურობა მხოლოდ დასასვენებელ მიზნებს ემსახურებოდა თუ საქმიან ინტერესებსაც შეიცავდა.

ჩაკვეტაძეს როგორც "სლოვანთან" საიჯარო ხელშეკრულება, ისე "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და 2.2 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება შესაძლებელი", - წერს laola1.at-ი.

ვენის "რაპიდი" ავსტრიის 32-გზის ჩემპიონი, 14-ჯერ ქვეყნის თასის გამარჯვებული და სამჯერ სუპერთასის ოქროსმედალოსანი გახდა. მიმდინარე სეზონში, ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში "რაპიდს" 21 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს, ვენის "აუსტრიას" კი 1 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, "რაპიდი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაის საგზურს მოუტანს, მეოთხე პოზიცია კი გუდს კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

2022/23 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 46 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები