გიორგი არაბიძემ ულსან ჰიუნდაის ფიფაში დავა მოუგო
გიორგი არაბიძემ, რომელიც 2024 წლის ზაფხულიდან ულსან ჰიუნდაიში თამაშობდა, სამხრეთ კორეულ გუნდს ფიფაში დავა მოუგო.
ქართველ შემტევს ულსანთან კონტრაქტი 2027 წლის დეკემბრამდე აკავშირებდა, თუმცა გუნდმა მისი გაშვება ზამთარშივე გადაწყვიტა, რათა სხვა უცხოელი ფეხბურთელი გაეფორმებინა.
კორეელებმა გადაწყვეტილების შესახებ არაბიძეს ამცნეს. გიორგიმ კი თებერვალში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ფიფაში სარჩელი შეიტანა. საერთაშორისო სასამართლომ ულსან ჰიუნდაი გაამტყუნა და არაბიძისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ხელფასის - 2,5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
კორეული მედიის ცნობით, ულსანი აპირებს, რომ გადაწყვეტილება სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივროს.
არაბიძემ ,,ვეფხვების'' მაისურით სულ 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
Ulsan HD have lost a legal case filed by Giorgi Arabidze. FIFA has ordered the club to pay him approximately $2.88 million, equivalent to the remaining wages on his contract. (Sports Seoul) #kleague pic.twitter.com/IAmKe0O2SX
— Korea Football News (@KORFootballNews) August 6, 2025