Belive

გიორგი აბურჯანია: "საბერძნეთთან გამარჯვება ძალიან გვჭირდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა “ჯვაროსნების” 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მოახლოებული შეხვედრების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ გააკეთა.
"სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ რიგში, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. აღნიშნული თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება. პოზიტიური მოვლენაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად შევძლებთ მეტოქის დამარცხებას", - თქვა პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" 26 წლის ქართველმა ნახარმცველმა.
“ჯვაროსნები” 9 ოქტომბერს, ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 12-ში კი კოსოვოს, პრიშტინაში ესტუმრება.  

სხვა სტატიები