გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვედრა იმ შემთხვევაშიც შეიძლება, თუ პენალტების შესრულება კარგად არ შეგიძლია.
ამის მაგალითია მარტინ პალერმო. არგენტინელი თავდამსხმელი, რომელმაც ნაკრების მაისური კარიერაში 15-ჯერ მოირგო. "ბოკა ხუნიორსის" ლეგენდას 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი გოლიც გაუტანია.
თუმცა, ამ გოლამდე 11 წლით ადრე, პალერმო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. კოპა ამერიკაზე, კოლუმბიასთან წაგებული მატჩი (0:3) მარტინისთვის განსაკუთრებულად ცუდი გამოდგა.
არგენტინელმა შემტევმა კოლუმბიის ნაკრების კარში დანიშნული 3-ვე პენალტი დაარტყა, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში გაიტანა.
პირველი თერთმეტმეტრიანი პალერმომ ხარიხას გაარტყა, მე-2 მცდელობისას კი ბურთი კარს ააცილა. რაც შეეხება მე-3 პენალტს, არგენტინელს მეკარემ აუღო.