გიგაშვილმა ტამბოვი დატოვა - მოლაპარაკებას რუსულ და თურქულ გუნდებთან აწარმოებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
„სეზონი დასრულდა და „ტამბოვიდან“ წამოვედი. გუნდი ლიგიდან გავარდა და დარჩენა აღარ მსურდა“, – განაცხადა გიგაშვილმა.ცენტრალური მცველი ზურაბ გიგაშვილი 2001 წლის 20 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 19 წლის ტანმაღალი (189 სმ) მცველი 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე „კაიოლუსპორის“ აკადემიაში თამაშობდა, 2015–2018 წლებში – „ანკარაგუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში, 2020 წლის თებერვალში კი რუსულ კლუბ „არმავირში“ გადავიდა, მაგრამ არ უთამაშია. 28 სექტემბერს ხელშეკრულება გააფორმა „ტამბოვთან“. მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა. გიგაშვილის თქმით, მოლაპარაკებები ახლაც ამ ორი ქვეყნის გუნდებთან მიმდინარეობს:
„ჯერ არ ვიცი, ახალ სეზონში სად ვითამაშებ. მოლაპარაკებები თურქულ და რუსულ კლუბებთან მიმდინარეობს და მალე მეცოდინება, რომელ გუნდში გადავალ“.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ახლა თურქეთშია და ინდივიდუალურად ემზადება:
„სეზონის დასრულების შემდეგ თურქეთში წამოვედი. ახალი სეზონისთვის ვემზადები. აქ ისეთი მწვრთნელები მყავს, რომლებიც ბავშვობიდან მავარჯიშებენ და მათთან უფრო კარგად ვემზადები“.რამაზ სვანაძემ 19 წლის მცველი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 29 მარტს გორში ბელარუსთან გამართულ მატჩში გამოიძახა და გიგაშვილის დებიუტი სწორედ ბელარუსთან შედგა.