გიბრალტარულმა გუნდმა პოლონეთის მოქმედ ჩემპიონს მოუგო
კონფერენს ლიგის მე-2 ტურში ლინკოლ რედ იმპსმა პოლონეთის მოქმედ ჩემპიონს პოზნანის ლეხს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შედეგად, გიბრალტარულმა გუნდმა ევროტურნირების ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე კიკე გომესმა გახსნა. 77-ე წუთზე მიკაელ ისხაკმა პენალტი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის მიწურულს (88') კრისტიან რუტიენსმა ლინკოლნი წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა და გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
,,ევროტურნირების ისტორიაში ყველაზე დიდი სირცხვილი. შეგვიძლია თუ არა კიდევ უფრო დაბლა ჩაძირვა? რა თქმა უნდა, თუ გვინდა, რომ სირცხვილისა და დამცირების რეკორდი მოვხსნათ, შეგვიძლია სან მარინოს ჩემპიონთან წაგებაც ვცადოთ...'' - ასე შეაფასა პოლონურმა მედიამ ლეხის მარცხი.
მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ნილს ფრედერიკსენმა იმედგაცრუება ვერ დამალა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:
,,ჩვენი ქომაგები ბოდიშს იმსახურებენ. ყველანი საშინლად ვგრძნობთ თავს. ეს სამარცხვინო მარცხია და ბევრი ადამიანი გავაწბილეთ. მეტოქემ მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ წაგების მიზეზი ეს ვერ იქნება. მიუხედავად გარემოებებისა და მოედნისა, დღეს გაცილებით უკეთ თამაში გვმართებდა.'' - ნილს ფრედერიკსენი
ლინკოლნი კონფერენს ლიგის პირველ ტურში ზრინსკისთან 0:5 განადგურდა, ლეხმა კი რაპიდს 4:1 მოუგო.
🚨🇬🇮 HISTORY IN GIBRALTAR!!!
— The European Football Express (@TheEuroFE) October 23, 2025
Lincoln Red Imps are the first and only club from Gibraltar to reach a European Group/League Phase! Now, they’re the first club to WIN A MATCH at this stage!
Incredibly, they’ve beaten CHAMPIONS OF POLAND Lech Poznań 2-1!
Polands populations is… pic.twitter.com/pcshm9G7jv